ყოფილი ბიზნესმენი კრისტოფერ ლუქსონი ახალი ზელანდიის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება.
დღეს, ახალ ზელანდიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ, რომელსაც ახალი ზელანდიის ეროვნული პარტია ხელმძღვანელობს, მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 61 საპარლამენტო მანდატი დააგროვა.
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა კრის ჰიპკინსმა დამარცხება უკვე აღიარა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ახალ ზელანდიას ლიბერალური მთავრობა ხელმძღვანელობდა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი ჯასინდა არდერნი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და პრემიერ-მინისტრი კრის ჰიპკინსი გახდა.