15 ოქტომბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ერთი საათით შეიზღუდება

15 ოქტომბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ერთი საათით შეიზღუდება.

კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 187-ე კმ-ზე (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - სოფელი ვაჭევი) შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის პროცესში ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით, 2023 წლის 15 ოქტომბერს 06:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება სავალი ნაწილის ორივე ზოლზე.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა