აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საელჩოს თანამშრომლების ნაწილს და დიპლომატების ოჯახის წევრებს ისრაელის დატოვების უფლებას აძლევს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საელჩოს თანამშრომლების ნაწილს და დიპლომატების ოჯახის წევრებს ისრაელის დატოვების უფლებას აძლევს.

ამის შესახებ ინფორმაციას საელჩოს წარმომადგენელი ავრცელებს.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არ აქვს იმაზე მაღალი პასუხისმგებლობა, ვიდრე საზღვარგარეთ აშშ-ის მოქალაქეების უსაფრთხოებაა, მათ შორის აშშ-ის მთავრობის თანამშრომლების, რომლებიც საზღვარგარეთ მსახურობენ“, - განაცხადა იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვის მიუხედავად, იერუსალიმში საელჩო მუშაობას გააგრძელებს.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ