რელიგიის სააგენტომ „ხსნის არმიას" იუბილე მიულოცა

დღეს, საერთაშორისო ქრისტიანულმა მოძრაობა „ხსნის არმიამ" საქართველოში მსახურების 30 წლისთავი აღნიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე იმყოფებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს წარმომადგენლები და აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიალური ლიდერები.

„ორგანიზაციას მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა „ხსნის არმიის" საქმიანობას და ხაზი გაუსვა, რომ ეს ორგანიზაცია საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე წლებში გამოჩნდა. ნინო ჭავჭავაძემ კმაყოფილება გამოთქვა რელიგიის სააგენტოსა და „ხსნის არმიას“ შორის ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე და მათ ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში თანამშრომლობის წინადადებით მიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური და უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის