თამარ გაბუნია - კიბოს პრევენციისთვის, სახელმწიფო პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფასოდ ახორციელებს

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების უდიდესი ნაწილი პაპილომავირუსს უკავშირდება, ეს არის ერთადერთი კიბო, რომლის თავიდან აცილება და საერთოდ ელიმინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის გზით. პაპილომავირუსია ბევრი სხვა სახეობის კიბოს გამომწვევიც, მათ შორის მამაკაცებში, შესაბამისად თანაბრად მნიშვნელოვანია ორივე ჯგუფის აცრა, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, კიბოს პრევენციისთვის, სახელმწიფო პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფასოდ ახორციელებს, ამასთან, მიმდინარე წელს, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა.

„აცრის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა და ახალი რეგულაციების მიხედვით, უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან -45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. მომართვიანობა და ინტერესი გაზრდილია, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას მოცირკულირე პაპილომავირუსები მინიმუმამდე შევამციროთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ევროპის რეგიონის 45 ქვეყანაში ტარდება, მათგან 20 ქვეყანა ცრის ორივე სქესის წარმომადგენლებს. სამეცნიერო მონაცემებით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. აცრის ჩატარება სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა