მარიამ ქვრივიშვილი - ღვინის დღეები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას, ტურიზმის სტიმულირებას და მეღვინეების წარმატებას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ღვინის დღეების ფარგლებში გურჯანიის ღვინის ფესტივალის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ღვინის დღეები განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკვე მეორე წელია იმართება და ერთგვარ ტრადიციად იქცა.

„ღვინის დღეების ფესტივალის ფარგლებში გურჯაანს სტუმრობს ათასობით ადამიანი როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, ადგილზე დააგემოვნონ 340-ზე მეტი ქართველი მეღვინის მიერ წარმოებული ქართული უნიკალური ღვინო“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გურჯაანს ასევე სტუმრობს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ევროპიდან და ამერიკიდან.

„ისეთი წამყვანი გამოცემების წარმომადგენლებს, როგორიცაა "ფორბსი" და სხვა, შესაძლებლობა აქვთ კიდევ უფრო უკეთ გაეცნონ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს და ჩვენი მთავარი ღირებულების - ქართული ღვინის უნიკალურობას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ წინ წამოვწიოთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართული ღვინისა და ტურიზმის შესაძლებლობას. მჯერა, რომ დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის მეტად ზრდასა და მეღვინეების წარმატებას სხვადასხვა ბაზრებზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა