„ღვინის დღეები“  23 მუნიციპალიტეტში ტარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოში „ღვინის დღეები“ მეორე წელია ტარდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით „ღვინის დღეები“ 23 მუნიციპალიტეტში იმართება.

გურჯაანში ღვინის ფესტივალს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაესწრო, სადაც ფესტივალის მონაწილეებს შეხვდა და მათ პროდუქტებს გაეცნო.

უწყების ცნობითვე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ფესტივალს ღვინის თემატიკაზე მომუშავე უცხოელი ჟურნალისტები ესტუმრნენ, Forbes-ის, Vinorandum-ის, Vince Magazine-ისა და სხვა გამოცემების წარმომადგენლები ღვინის ფესტივალთან ერთად საქართველოს ტურისტულ პოტენციალს აშუქებენ.

„ღვინის დღეები და მსგავსი ფესტივალები ხელს უწყობს როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას. ჩვენ აქ ვხედავთ მოგზაურებს როგორც სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც დღევანდელ ფესტივალს აღნიშნავენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივად მხარს უჭერს ფესტივალების წახალისებას, ჩვენ ფესტივალზე ჩამოვიყვანეთ Forbes-ის და სხვადასხვა გამოცემების ჟურნალისტები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომ საქართველოს ღვინის დღეების, ღვინის კულტურის შესახებ, ტურიზმის შესახებ მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რომ შევძლოთ მეტი საერთაშორისო მოგზაური მოვიწვიოთ საქართველოში“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

„საქართველოში პირველად ვარ, მრავალი წელი მინდოდა თქვენს ქვეყანაში მოგზაურობა, მაგრამ პანდემიის გამო ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. ახლა აქ ვარ და ძალიან გახარებული ვარ. ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც საზღვარზე საპასპორტო კონტროლის შემდეგ მოგზაურებს ღვინით ასაჩუქრებენ“, - ამბობს პრესტურის მონაწილე ჟურნალისტი ლორენ მაური.

უწყების ინფორმაციით, ფესტივალზე ტრადიციულ კერძებთან ერთად ქვევრში დაყენებული ღვინო, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭასა და სხვა სასმელები იყო წარმოდგენილი.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა