რუსულმა ძალებმა ღამით ხარკოვი და ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა, 15 ოქტომბრის ღამეს, ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონზე ავიაიერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმციით, თავდასხმის შედეგად კერძო სახლს ხანძარი გაუჩნდა. დაიღუპა ორი ადამიანი - 57 წლის მამაკაცი და 54 წლის ქალი. კიდევ ერთი ქალი კი დაშავდა და საავადმყოფოში იმყოფება.

ამასთან, რუსულმა ძალებმა წუხელ ხერსონიც დაბომბეს, რის შედეგადაც 79 წლის მამაკაცი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იმყოფება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!