ისრაელში, ლიბანთან საზღვარზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო

ისრაელში, ლიბანთან საზღვარზე დღეს დილით განხორციელებულ სამ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

შეიარაღებული დაჯგუფების მტკიცებით, მათი სამიზნე ისრაელის ტანკი იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ პოსტებზე საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ შტულაზე ლიბანიდან თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით განხორციელდა. ამასთან, ლიბანის ტერიტორიიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით კიდევ ერთი დარტყმა ჩრდილოეთ საზღვარზე, სამხედრო პოზიციას მიაყენეს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს