გერმანია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს ისრაელში, პალესტინასა და ლიბანში არ გაემგზავრონ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, ისრაელში, პალესტინის ტერიტორიებსა და ლიბანში არ გაემგზავრონ.

სამინისტრო, ასევე, მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე აღნიშნულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, რომ თავიანთი მონაცემები გერმანიის მთავრობას მიაწოდონ.

"სიტუაცია კვლავ უკიდურესად არასტაბილურია. მთავრობის კრიზისული ჯგუფი ძალიან ყურადღებით აკვირდება ადგილზე არსებულ მდგომარეობას“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა