მედია - ირანი იმუქრება, რომ თუ ღაზას დაბომბვა არ შეწყდება, ამას შედეგები მოჰყვება

ირანი ისრაელს აფრთხილებს, რომ თუ ღაზას სექტორის დაბომბვას არ შეწყვეტს, ამას შორსმიმავალი შედეგები მოჰყვება.

საინფორმაციო პორტალ Walla-სა და The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ირანმა ისრაელს გაერო-ს საშუალებით შეტყობინება გაუგზავნა, რომ ის შესაძლოა კონფლიქტში ჩაერიოს, თუ ისრაელი ღაზაში „ჰამასის“ გასანადგურებლად სამხედრო ოპერაციას განაგრძობს.

მედიის ინფორმაციით, შაბათს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი გაეროს სპეციალურ კოორდინატორს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის საკითხებზე, ტორ ვენესლანდს ბეირუთში შეხვდა, რათა არსებული სიტუაცია განეხილათ.

ამირაბდოლაჰიანი მოგვიანებით კატარში „ჰამასის“ ლიდერს, ისმაილ ჰანიეს შეხვდა. შეიარაღებული დაჯგუფების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ თანამშრომლობა „ჰამასის“ მიზნების მისაღწევად.

ამასთან, გაეროში ირანის მისიამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „თუ ისრაელის აპარტეიდის ომის დანაშაულები და გენოციდი დაუყოვნებლივ არ შეჩერდება, სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს და შორს მიმავალი შედეგები გამოიწვიოს, რომელზედაც პასუხისმგებლობა გაეროს, უშიშროების საბჭოსა და იმ სახელმწიფოებს ეკისრებათ, რომლებსაც საბჭო ჩიხში შეჰყავთ“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება