ისრაელის თავდაცვის მინისტრი - მივაღწევთ ყველა გვირაბს, „ჰამასის“ ყველა წევრს და არ დავასრულებთ მისიას, ვიდრე „ჰამასს“ არ გავანადგურებთ - ეს იქნება ომი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის სიტუაციას

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში პალესტინის ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ომი სამუდამოდ შეცვლის სიტუაციას ისრაელში.

”ეს ომი არის ომი სინათლისა და სიბნელის შვილებს შორის”, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ისრაელის არმია არ დაასრულებს მისიას, სანამ „ჰამასს“ არ გაანადგურებს.

„ეს არის კულტურა, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს აქ არსებობას, ველურები, მხეცები, რომლებმაც მოკლეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ბავშვები, ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ მივაღწევთ ყველა გვირაბს, მივაღწევთ „ჰამასის“ ყველა წევრს და არ დავასრულებთ მისიას, სანამ „ჰამასს“ არ გავანადგურებთ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

”ეს იქნება ძლიერი ომი, ეს იქნება სასიკვდილო ომი, ეს იქნება ზუსტი ომი და ეს იქნება ომი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის სიტუაციას”, - დასძინა მან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება