ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში პალესტინის ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ომი სამუდამოდ შეცვლის სიტუაციას ისრაელში.
”ეს ომი არის ომი სინათლისა და სიბნელის შვილებს შორის”, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ისრაელის არმია არ დაასრულებს მისიას, სანამ „ჰამასს“ არ გაანადგურებს.
„ეს არის კულტურა, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს აქ არსებობას, ველურები, მხეცები, რომლებმაც მოკლეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ბავშვები, ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ მივაღწევთ ყველა გვირაბს, მივაღწევთ „ჰამასის“ ყველა წევრს და არ დავასრულებთ მისიას, სანამ „ჰამასს“ არ გავანადგურებთ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
”ეს იქნება ძლიერი ომი, ეს იქნება სასიკვდილო ომი, ეს იქნება ზუსტი ომი და ეს იქნება ომი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის სიტუაციას”, - დასძინა მან.