ბოლო ოფიციალური ცნობებით, ისრაელში დაღუპულია 1400 ადამიანი, ხოლო ღაზაში 2300-ზე მეტი

ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1400-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

რაც შეეხება ღაზას, პალესტინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ღაზას სექტორის წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებული დაბომბვისას 2300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზაზე საპასუხო შეტევა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ დაიწყო.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს