ეგზიტპოლი - პოლონეთში, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველი პარტია უმრავლესობას კარგავს

ეგზიტპოლების თანახმად, პოლონეთის მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ - „კანონი და სამართლიანობა“ - პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, თუმცა არასაკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩეს, - ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.

Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, პარტიამ - „კანონი და სამართლიანობა“ ხმების 36.8%-ი მოიპოვა, ოპოზიციურმა კოალიციამ კი - 31.6%-ი.

BBC-ი წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეგზიტპოლის შედეგები გამართლდა, დონალდ ტუსკის „სამოქალაქო კოალიციას“ მმართველი კოალიციის შექმნის უკეთესი შანსი აქვს, რაც ქვეყანაში იაროსლავ კაჩინსკის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ რვაწლიან მმართველობას დაასრულებს.

"პოლონეთმა გაიმარჯვა, დემოკრატიამ გაიმარჯვა. ეს არის ცუდი დროების დასასრული, ეს არის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მთავრობის დასასრული“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა ეგზიტპოლის შედეგებზე კომენტირებისას.

მისი თქმით, პოლონეთში კვირას ჩატარებული არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიზმის დაცემის შემდეგ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლონეთის მომავლისთვის ევროკავშირში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია