„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, რომელაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს 17 ოქტომბერს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, 17 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 17 ოქტომბერს, 10:00-საათიდან 18 ოქტომბრის 08:00-საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში: ქსნის, ერწოს, ჩარგლის, ჭოპორტის, ჟინვალის, ლომთათიძის, ცინცაძის, ჯანელიძის, წიკლაურის, ცქიტიშვილის, ჩხიკვაძის, კაკაბაძის, ბარამიძისა და მიმდებარე ქუჩებს. გურამიშვილის გამზირის, სანზონის, ზღვის უბნის კვარტლებისა და დადიანის ქუჩის ნაწილს.

გლდანის რაიონში: ქერჩის, შეშელიძის, ვასაძის, იპოლიტოვ-ივანოვის, ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის, მეგობრობის, სარაჯიშვილის, ზარზმის, ილორის, ანდრონიკაშვილის, რიონისა და მიმდებარე ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილს, გლდანის “ა” და I-IV მიკრო რაიონებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge", - აცხადებენ კომპანიაში.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს