საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციამ ერგნეთში საქველმოქმედო აქცია გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით სტუ-ის ქალთა ასოციაციამ ერგნეთში საქველმოქმედო აქცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საქველმოქმედო აქციის მონაწილეებმა, სტუ-ის ქალთა ასოციაციის წევრებმა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის პროფესორმა ნაზი კუციავამ, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორმა ლია კახიანმა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ადეიშვილმა ერგნეთში პირველადი დახმარების საგნები და პროდუქტი ჩაიტანეს.

სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნაზი კუციავას განცხადებით, ასოციაცია, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, მთელი წლის განმავლობაში დევნილი და ლტოლვილი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის, სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს.

„ჩვენი ორგანიზაცია მთელი წლის განმავლობაში ატარებს ღონისძიებებს. პირველ რიგში ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წელს, ისევე როგორც შარშან, დევნილ ბავშვებთან ერთად აღვნიშნეთ თითქმის ყველა დღესასწაული. ვცდილობთ, შესაძლებლობის ფარგლებში, დავეხმაროთ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს, ვატარებთ საქველმოქმეგო გამოფენებს და სხვადასხვა ღონისძიებებს. ამჯერად, ქალთა ასოციაცია ერგნეთში იმყოფებოდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია "რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრის" დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, კოალიციის-"ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის"-წევრთან, ასოციაცია "თანხმობის" ერგნეთის საინტეგრაციო ცენტრის კოორდინატორთან და სამოქალაქო აქტივისტთან ლია ჩლაჩიძესთან ერთად, ერგნეთში დარჩენილ მოსახლეობას გადავეცით პირველადი მოხმარების საგნები და პროდუქტი. სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ, უნივერსიტეტის რექტორის სახელით ერთი თბილი, სიყვარულით სავსე დღე ვაჩუქეთ ერგნეთის მოსახლეობას. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ნაზი კუციავამ.

სტუ-ის ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტმა ლია ჩლაჩიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციას და რექტორს გამოჩენილი ყურადღებისთვის.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია ერგნეთში საქველმოქმედო აქციას რეგულარულად მართავს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა