Reuters - ისრაელი სამხრეთ ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტას დასთანხმდა

ისრაელი დღეს დილით, ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან სამხრეთ ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე დასთანხმდა, იმისთვის, რომ რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა შესაძლებელი გახდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეთანხმება აშშ-ს, ეგვიპტესა და ისრაელს შორის მოხდა.

რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზას სექტორს ეგვიპტესთან აკავშირებს, სავარაუდოდ, მცირე დროით გაიხსნება, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ, ღაზას სექტორში კი დახმარების შეტანა გახდეს შესაძლებელი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს