პაატა მანჯგალაძე - იმპიჩმენტის პროცედურით რუსეთს ასიამოვნეს - რუსებმა თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაშინიანზე პრაგმატულია და მასზე კარგად იქცევა, დსთ-შიც გველოდებიან

იმპიჩმენტის პროცედურით რუსეთს ასიამოვნეს - რუსებმა თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაშინიანზე პრაგმატულია და მასზე კარგად იქცევა, დსთ -შიც გველოდებიან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოსგან სამართლებრივ მსჯელობას არ ველოდები, გადაწყვეტილება იქნება მოტივირებული პოლიტიკიდან გამომდინარე, რადგან კობახიძისთვის იმდენად რეპუტაციულია ეს საკითხი, წინასწარი გარანტიები რომ არ ჰქონოდა საკონსტიტუციო სასამართლოსგან, რომ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოვიდოდა, არ გარისკავდა და არ შეიტანდა წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლოში. იმპიჩმენტი პარლამენტში არის პოლიტიკური საკითხი და კარგად იცის კობახიძემ, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობით ხდება საკითხის გადაწყვეტა, მაშინ ისმის კითხვა, რატომ წამოიწყო "ქართულმა ოცნებამ" ეს პროცესი, თუ პარლამენტში საკმარისი ხმა არ აქვს?! მე არ ვიცი, რამდენი ხმა აქვს "ქართულ ოცნებას", ჩვენ რა თქმა უნდა ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ამით "ქართულმა ოცნებამ" ორ მიზანს მიაღწია, ევროპელებში გააჩნია განცდა, რომ არ უნდათ სტატუსის მიღება, რადგან ბევრმა ევროპელმა ლიდერმა გვითხრა, რომ ამ მიზეზით (ევროპაში ვიზიტები) იმპიჩმენტის გამოცხადება არ ეხმარება სტატუსის მიღებას. იმპიჩმენტის მეორე მიზეზი ისაა, რომ რუსეთს ასიამოვნეს რუსებმა თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაშინიანზე პრაგმატულია და მასზე კარგად იქცევა, დსთ- შიც გველოდებიან,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება