გიორგი ბოტკოველი - საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც „რუსულ ოცნებას“ აწყობს

საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც „ქართულ ოცნებას“ აწყობს, ეს იქნება დათანხმება თუ უარი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტში გადავა, „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ძალიან მარტივი მოლოდინია საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან. საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც აწყობს „ქართულ ოცნებას“, ეს იქნება დათანხმება თუ უარი. ეს არის გამომდინარე იქიდან, რამდენად აწყობს ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას - „რუსულ ოცნებას“ „ქართულ ოცნებად“ წოდებულს.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენი პოზიცია არის მყარი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას, ჩვენ არ შევდივართ დარბაზში თუ ეს პარლამენტამდე მოვიდა და არ მივიღებთ იმ ფარსში და იმ რუსულ გეგმაში მონაწილეობას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაგეგმა. რა თქმა უნდა, ამას მოვუწოდებთ სხვა დანარჩენ ოპოზიციასაც, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა იმ თამაშებში, რომელი თამაშებიც მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ "ქართული ოცნების" ავტორობით მომზადებული წარდგინება ოქტომბრის დასაწყისში განიხილა. განხილვა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება