საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კომისრის შეხვედრის მთავარი საკითხი დიდი ბრიტანეთი-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები და პარტნიორობის პერსპექტივები იყო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კომისართან, კენან პოლეოსთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები და პერსპექტივები განიხილეს. საუბარი, ასევე, ბრიტანული კომპანიების ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და საფინანსო და სავაჭრო პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობას შეეხო.

შეხვედრის მსვლელობისას, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ყურადღება მიმდინარე წლის მესამე კვარტლის BAG ინდექსის მონაცემებზე, დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლასა და პირდაპირი ფრენების მნიშვნელობაზე და ასევე, მოქმედ სავიზო რეჟიმზე გაამახვილა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. კერძოდ, საუბარი ღვინის კულტურას და მის პოპულარიზაციას, ენერგეტიკული და უძრავი ქონების თემატიკას შეეხო.

„მივესალმებით დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კომისარს საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ხშირი სტუმარი იქნება, რადგან ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი სახის შეხვედრები და დისკუსიები სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს, რაც ბუნებრივია, სახელმწიფოების ურთიერთობებსა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე დადებითად აისახება“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება