მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობა გააცნეს

ამომრჩევლების ინფორმირების კამპანიის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა წარუდგინა; მოხდა აპარატების დემონსტრირება და ჩატარდა იმიტირებული კენჭისყრა.

„ღონისძიება განხორციელდა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, რაც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაციას მოიცავს და არჩევნების მოდერნიზების პროცესს უკავშირდება.

ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ჩართული მხარეების მომზადებასა და ამომრჩეველთა ინტენსიურ ინფორმირებას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს 2024 წლის არჩევნების მაღალ, პროფესიულ დონეზე; საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს