„ენერგო-პრო ჯორჯია“ - სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საქართველოში კვლავ უმსხვილესი დამსაქმებელია

„ენერგო-პრო ჯორჯია“ უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიების რიცხვში, ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს. საქსტატის მონაცემებით, კომპანია დამსაქმებელი კომპანიების TOP ათეულშია. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჟამად, „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ 5 000 - ზე მეტი ადამიანი მუშაობს. დასაქმებულები არიან როგორც დედაქალაქში - სათაო ოფისში, ასევე რეგიონებში - ადგილობრივი მცხოვრებლები.

„დასაქმების პროცედურა ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალედ და ეფექტურად მიმდინარეობს ჩვენს კომპანიაში. ვცდილობთ ღირსეული სამუშაო პირობები შევუქმნათ თანამშრომლებს. ასევე საკმაოდ ბევრ ღონისძიებას ვატარებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ ენერგეტიკოსის პროფესიით“, - განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ტრაპაიძემ.

მათივე განმარტებით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახდენს ელექტროენერგიის დისტრიბუციას და ეწევა კომპანიაში არსებული დაბალი, საშუალო და მაღალი ძაბვის ქსელების მომსახურებას. კომპანია დაყოფილია 5 ფილიალად და ემსახურება 1 288 097-ზე მეტ აბონენტს საქართველოს რეგიონების მასშტაბით.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა