შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები ისრაელი - „ჰამასის" ომთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს გამართავენ

ევროკავშირის ლიდერები ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამშაბათს საგანგებო შეხვედრას გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ავრცელებს.

„ამ კონფლიქტს ბევრი შედეგი აქვს, მათ შორის ჩვენთვის ევროკავშირში. კონფლიქტს შეიძლება ჰქონდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული შედეგები ჩვენი საზოგადოებებისთვის“, - აღნიშნა მიშელმა.

მისი თქმით, ომს აქვს პოტენციალი გააუარესოს დაძაბულობა თემებს შორის და გააძლიეროს ექსტრემიზმი ევროპაში და არსებობს მიგრაციისა და ხალხის დიდი ნაკადის მეზობელ ქვეყნებში გადაადგილების დიდი რისკი.

მისი თქმით, ლიდერები განიხილავენ გზებს, რათა დაეხმარონ სამოქალაქო პირებს და ითანამშრომლონ ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებთან კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

შარლ მიშელის თქმით, ის გმობს სასტიკ ტერაქტებს და რომ "ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული დაცვით".

ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის