„კინგსის“ ფინანსური განათლების ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“ და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა

„საქართველოს ბანკი“ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ფინანსური განათლების პროექტის მხარდამჭერია. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროგრამა ორგანიზაცია PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

„ფინანსური განათლების პროექტის განმახორციელებელია „კინგსი“ საქართველო, პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტის საფუძველზე.

ფინანსური განათლების პროექტის მიზანს ახალგაზრდებში როგორც ფინანსური, ასევე სამოქალაქო განათლების, სამოქალაქო პროცესებში ჩართულობის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შეგრძნების ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ინიციატივის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ თემებს, როგორიცაა: ინფლაცია, დეფლაცია, ინვესტიციები, დეპოზიტები და სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი მოემზადებიან ფინანსური განათლების ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.

ამისათვის, მოსწავლეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.

პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება - თავდაპირველად, მოსწავლეები გაეცნობიან სასწავლო მასალებს, შეასრულებელ ოლიმპიადის იმიტირებულ ტესტებს. ამასთანავე, შეხვდებიან სფეროს სპეციალისტებს. აღსანიშნავია, რომ კურსის ბოლოს, შეხვედრა გაიმართება „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელთან, რომელიც მონაწილეებს ფინანსური განათლების სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტზე გაესაუბრება. 25 ნოემბერს კი, მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების ოლიმპიადა გაიმართება.

„საქართველოს ბანკი“ უკვე მესამე წელია, „კინგსის“ გენერალური მხარდამჭერია და აქტიურად უწყობს ხელს ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროექტებს.

„საქართველოს ბანკში“ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში კარგად გვესმის განათლების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ფინანსური განათლების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ „კინგსთან“ სამწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ერთობლივად უკვე მრავალი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. ერთ-ერთი მათგანი კი ფინანსური განათლების ოლიმპიადაა. ეს არის შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებისთვის, მიიღონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ გამოსცადონ კიდეც საკუთარი შესაძლებლობები ოლიმპიადაზე. „საქართველოს ბანკი“ არ ჩერდება და აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკის“ საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო მრავალ ინიციატივას ითვლის. მათ შორისაა Chevening-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები, ასევე, STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა და სხვა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა