ირაკლი კუპრაძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე პირდაპირი საბოტაჟია

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე პირდაპირი საბოტაჟია, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დადგინდა.

კუპრაძის თქმით, „ქართული ოცნება“ კანდიდატის სტატუსს საბოტაჟს უწყობს.

„ქართული ოცნების“ მხრიდან კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი ყოველდღიურად გრძელდება, მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო საგარეო ვიზიტებს ხელი ეშლება ევროპელ პარტნიორებთან, ლიდერებთან, ევროკავშირის ძირითად ქვეყნებში, რომლებმაც კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ამ დროს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება პირდაპირი საბოტაჟია კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. „ქართული ოცნება“ კრემლის და პუტინის რუსეთის დავალებას ასრულებს, რომელსაც სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ, ის რომ შექმნას პროცესი, სადაც ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესების გარშემო არ დგას, სადაც მოსახლეობის 90% ღიად უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, „ქართული ოცნება“ კანდიდატის სტატუსს საბოტაჟს უწყობს“, - განაცხადა კუპრაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება