საბა ბუაძე - რუსეთის ინტერესების სამსახური გრძელდება - „ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოს ის მოსამართლეები შეუერთდნენ, რომლებმაც სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერეს

რუსეთის ინტერესების სამსახური გრძელდება „ქართული ოცნების” მხრიდან და „ოცნებას“ დღეს უკვე, საკონსტიტუციო სასამართლოს ის მოსამართლეები შეუერთდნენ, რომლებმაც ამ სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერეს, რომელსაც სამართალთან და სამართლებრივ განზომილებასთან საერთო არაფერი აქვს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ინტერესების სამსახური გრძელდება „ქართული ოცნების” მხრიდან და "ოცნებას" დღეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს ის მოსამართლეები შეუერთდნენ, რომლებმაც ამ სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერეს, რომელსაც სამართალთან და სამართლებრივ განზომილებასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის პოლიტიკური დავალება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო იმ პროცესებს აკვირდება, რომლებიც საქართველოში ვითარდება და ყველა უყურებს, საქართველო რა რეფორმებს ატარებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ვხედავთ, რომ არა თუ მხოლოდ რეკომენდაციები დარჩა შეუსრულებელი, არამედ პირიქით, „ქართული ოცნება” ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ დემარშს აგრძელებს, ჩვენი ქვეყნისთვის მართლა ისტორიულ, უნიკალურად მნიშვნელოვან და სენსიტიურ პერიოდში სამარცხვინო რუსული კამპანია წამოიწყო ჩვენი ქვეყნის ევროპული სტატუსის წინააღმდეგ. ამიტომაც, ყველა, ვინც ამ გადაწყვეტილების თანამონაწილეა, აუცილებლად გადაიხდის შესაბამის პოლიტიკურ და სამართლებრივ ფასს",- განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინა. ამასთან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა ჰქონდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება