პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით WorldSkills - საქართველოს ეროვნული კონკურსი 2023 ჩატარდება

პროფესიული უნარების სააგენტო წელს WorldSkills - ის უნარების კონკურსს ეროვნულ დონეზე ჩაატარებს, კონკურსი წინასწარ შერჩეულ სამ პროფესიაში გაიმართება: კულინარია, კონდიტერია, ვებ-ტექნოლოგიები.

ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამარჯვებული კანდიდატები WorldSkills რიგით 47-ე საერთაშორისო კონკურსზე წარდგებიან, რომელიც 2024 წელის 10-15 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიმართება.

„ეროვნულ დონეზე კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ საკონკურსოდ განსაზღვრული პროფესიების შესაბამისი უნარების მქონე პირებს, რომელთა ასაკიც 2024 წლის მდგომარეობით არ აღემატება 22 წელს: პროფესიული ან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს; პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების მსმენელებსა და კურსდამთავრებულებს; დასაქმებულებს/თვითდასაქმებულებს.

ეროვნულ კონკურუსში მონაწილეობისთვის: საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს, ან კურსდამთავრებულს წარადგენს დაწესებულება - მიმართეთ უშუალოდ საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებას; პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის მსმენელს, ან კურსდამთავრებულს წარადგენს პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირი - მიმართეთ უშუალოდ შესაბამის იურიდიულ პირს; დასაქმებულს წარადგენს დამსაქმებელი - მიმართეთ უშუალოდ დამსაქმებელს; თვითდასაქმებული კონკურსში საკუთარ თავს წარადგენს, როგორც ინდივიდუალური მეწარმე.

ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა მაქსიმუმ 20 მონაწილე კულინარიის, მაქსიმუმ - 10 მონაწილე კონდიტერიისა და მაქსიმუმ 14 მონაწილე ვებ-ტექნოლოგიების მიმართულებით.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსება შეუძლიათ ელექტრონულად, შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://bitly.ws/Xki7

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია პროფესიული უნარების სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/SkillsAgencyGeorgia და ასევე, WorldSkills Georgia -ს ოფიციალურ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100088175375993

უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული უნარების სააგენტო WorldSkills International-ის ასოცირებული წევრი და საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელია.

„WorldSkills International“- ის მისიაა ხელი შეუწყოს მსოფლიოში პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებას, პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და ამ კუთხით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის მისამართზე: Worldskills@geoskills.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის