„ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023“ გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „კიბერუსაფრთხოების ბიუროს“ ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023“ გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის კონფერენციის მთავარ თემას „ნივთების ინტერნეტი (IoT) და სამხედრო სფერო“ წარმოადგენდა.

„ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა გახსნა და თავდაცვის სფეროში თანამედროვე მდგრადი კიბერუსაფრთხოების სისტემების მნიშვნელობასა და მათი გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველო, როგორც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, კიბერუსაფრთხოების კუთხით დასავლელი პარტნიორების საუკეთესო პრაქტიკას იზიარებს. მან „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი“ რეგიონულ პლატფორმად განიხილა და ღონისძიების ორგანიზების საქმეში ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერის როლი ხაზგასმით აღნიშნა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კვალიფიციური ახალგაზრდების მოზიდვაზე, რომლებიც კიბერუსაფრთხოების სამხედრო ოფიცრებად ჩამოყალიბდებიან და კიბერსარდლობას დააკომპლექტებენ.

ფორუმის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა.

კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კიბერუსაფრთხოების შემდეგ აქტუალურ საკითხებს: ხელოვნური ინტელექტი და სამხედრო სფერო, ღრუბლოვანი გამოთვლები თავდაცვასა და უსაფრთხოებაში, ნივთების ინტერნეტის გამოყენება თანამედროვე კონფლიქტებში, კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაციფრულება, და კიბერსაფრთხეების ანალიზი და ინფორმაციის გაზიარება. საქართველო ფორუმს უკვე მეოთხე წელია მასპინძლობს. ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ მიზანს საქართველოსა პარტნიორ ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა