„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სებ-ის რეზერვები ისევ რეკორდულად მაღალ დონეზეა

„თიბისი კაპიტალი“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს. პუბლიკაციის თანახმად, სექტემბრის საქონლით ვაჭრობის მაჩვენებლები მოლოდინების შესაბამისია.

„დეტალური სტატისტიკა მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება, თუმცა, როგორც ჩანს, მიზეზები წინა თვის ანალოგიური იყო. ამასთან, შედარებით ნაკლები ადგილობრივი დამატებული ღირებულების გათვალისწინებით, ავტომობილების რეექსპორტის დინამიკა საყურადღებო იქნება.

მაშინ, როდესაც ისრაელში განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის გამოვლენისათვის თავისთავად მეტი დროა საჭირო, 13 ოქტომბრის მონაცემებით, „თიბისის“ არხებით განხორციელებულ საბარათე ხარჯებსა და გზავნილებში ნეგატიური ტენდენცია ჯერჯერობით არ იკვეთება. ამ საკითხზე უფრო დეტალური მიმოხილვა „თიბისი“ კაპიტალის მომდევნო პუბლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი.

ასევე საყურადღებოა, რომ გასულ პერიოდში სებ-ის მიერ აშშ დოლარის გაყიდვის მიმართულებით განხორციელებული ინტერვენციების გათვალისწინებითაც, როგორც მთლიანი, ისე წმინდა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ისევ მაღალ დონეზეა. წმინდა რეზერვების მაჩვენებელი ბოლო დაახლოებით წელიწადნახევრის პერიოდში გაორმაგებულია“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც „თიბისი“ ავრცელებს.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა