„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გურჯაანის ღვინის ფესტივალი გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, 14 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023 გაიმართა.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ღონისძიება ღვინის დღეების ფარგლებში ჩატარდა.

ფესტივალი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია უნიკალური ქვევრის ღვინის და ქართული ბოთლის ღვინის განვითარების ხელშეწყობა, მცირე მეწარმეების აღმოჩენა და მათი ცნობადობის ზრდა. ასევე, ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერის და ასაკის ღვინის, ჭაჭისა და სხვა სასმელის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.

„საქართველოს ბანკი“ აქტიურ რეჟიმში უწყობს ხელს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაციას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ფესტივალი გურჯაანში, უკვე მეხუთედ გაიმართა. მსგავსი ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს, როგორც მცირე, ისე საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალ პერსპექტივებს უჩენს ბიზნესს, ეხმარება დაამყარონ ახალი კავშირები და მოიძიონ პარტნიორები. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, ამიტომაც, არ ვჩერდებით და განვაგრძობთ საინტერესო პროექტების ხელშეწყობას, განსაკუთრებით რეგიონებში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მელქაძემ.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორია. 2022 წელს IWSC-ის კონკურსის ისტორიაში პირველად ის საქართველოში ჩატარდა, ჟიურიმ 500 ქართული ღვინო შეაფასა და რეკორდული რაოდენობის ოქროს მედლებით დააჯილდოვა.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ