არჩილ თალაკვაძე - დღეს დადასტურდა, რომ საქართველო არის ბევრად ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული, ვიდრე იყო 10 წლის წინ, როცა ხელისუფლების ყველა შტო და ინსტიტუტი ერთი ადამიანის ხელში იყო

დღეს დადასტურდა, რომ საქართველო არის ბევრად უფრო ევროპული, ბევრად თავისუფალი და დემოკრატიული, ვიდრე იყო 10 წლის წინ, როცა ხელისუფლების ყველა შტო და ინსტიტუტი იყო ერთი ადამიანის ხელში , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, 6 მოსამართლემ მხარი დაუჭირა იმას, რაზეც მმართველი გუნდის პოზიცია იყო, რომ იყო მარტივი კაზუსი, ხოლო სამმა განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა და "ეს არის მაგალითი, როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია".

მისივე თქმით, "ხელისუფლების შტოებს შორის არის ბალანსი და სასამართლოს აქვს თავის მნიშვნელოვანი როლი ქვეყანაში".

"ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა იმას, რომ ყველა არჩეულმა ლიდერმა, ყველა ინსტიტუტმა თავის საქმე უნდა აკეთოს კონსტიტუციის დაცვით. თუ ჩვენ გვინდა ევროპული სახელმწიფო, უნდა დავიცვათ კონსტიტუცია და ის წესები, რაც სახელმწიფოსთვის არის ძირითადი და ყველასთვის სახელმძღვანელო. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ განამტკიცა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი და უთხრა როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას, რომ პირველ რიგში, ყველამ უნდა დაიცვას კონსტიტუცია, წესები და მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მათ შორის ის, რისიც ძალიან გვჯერა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია ისევე როგორც დასავლურ დემოკრატიებში, არსებობს კონსტიტუციური წესრიგი, სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა დავა და მიიღო სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაქვეყნა. კერძოდ, სასამართლომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია