დავით ჭიჭინაძე - ჩვენი კონსტიტუცია ზუსტად ისე იკითხება, როგორი ავტორიც ყავს, იმიტომაც აბამენ ყურს, საიდანაც უნდათ იქიდან

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად დარჩენა, ან მისი გადადგომა, არც ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება და არც ხალხის მატერიალურ მდგომარეობაზე, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენას გამოეხმაურა.

ჭიჭინაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია იკითხება ისე, როგორც ავტორიც ყავს.

„გაუყიდავი „ოპოზიცია“ ქვეყანაში რომ არ გვყავს, ეს დიდი ხანია ფაქტია. აქ და ახლა საუბარი იმაზეა „ქართული ოცნება" ვისთან მოილაპარაკებს უფრო სარფიანად. საუბარია იმაზე, დიდი იყიდოს, თუ პატარა და ზოგადად ვისთან გარიგდეს.

ამასობაში ქართული პოლიტიკა ქარვასლად იქცა, ჩარჩების იყიდე-გაყიდე პოლიტიკად. ეს ყველაფერი კი ძალიან მარტივად გვარდება, რადგან, დეპუტატების უმრავლესობას, ჩვენს პარლამენტში, დიდი პოლიტიკური ამბიციები არც გააჩნიათ და მხოლოდ მატერიალურ სარგებელზე დარდობენ. ან გასაკვირი რა არის, ადამიანი, რომელიც პარლამენტში ადგილს ყიდულობს, ის ყოველთვის გაყიდის კიდეც. ამიტომაც ვართ ამ დღეში და ამიტომ არის 150 დეპუტატი დიდი ციფრი ქართული პოლიტიკისთვის. სადაც ეს ჩარჩები არა მარტო ამომრჩეველს, ოპონენტებსაც ყიდულობენ.

ზოგადად კი, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად დარჩენა, ან მისი გადადგომა, არც ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება და არც ხალხის მატერიალურ მდგომარეობაზე.

ჩვენი კონსტიტუცია კი, ზუსტად ისე იკითხება როგორი ავტორიც ყავს, იმიტომაც აბამენ ყურს, საიდანაც უნდათ იქიდან”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძე

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო