ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრ ვანგ ვენთაოს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრ ვანგ ვენთაოს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის და მისი განხორციელების საკითხს - აღნიშნულ გეგმას ხელი 2023 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს მოეწერა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ჩინეთთან სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა. აღინიშნა, რომ შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდგომ, ჩინეთისა და საქართველოს ვაჭრობის სტატისტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, 2022 წელს, 2017 წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 94%-ით, ექსპორტი კი 265%-ით გაიზარდა და 736.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა ექსპორტის სტრუქტურა და ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე საქართველოდან ახალი საექსპორტო პროდუქციები გამოჩნდა. ამავე დროს, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ შეთანხმებას მეტი სარგებლის შეუძლია ორივე ქვეყნისთვის.

ასევე გამახვილდა ყურადღება ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის საკითხზე. აღინიშნა, რომ, ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული და პრიორიტეტულია ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის. ითქვა, რომ ამჟამად ჩინეთში 40-მდე ქართული ღვინის სახლი, მაღაზია და სალონი მოქმედებს, ხოლო ღვინის ექსპორტს 90-მდე ქართული ღვინის კომპანია ახორციელებს. ქართული მხარის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ჩინეთის მარკეტინგული და ღვინის სადისტრიბუციო კომპანიების იდენტიფიცირება ჩინეთში ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, განხილულ იქნა ქვეყნებს შორის ურთიერთობები ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, აგრეთვე ენერგეტიკა, ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის მეტი პოპულარიზებისა და აღნიშნულ მარშრუტში ახალი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით, ასევე საუბარი წარიმართა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც სამომავლოდ შუა დერეფნის გამტარუნარიანობაზე მოახდენს პოზიტიურ გავლენას. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურის განვითარების პროექტზე, ასევე ჩინეთთან პირდაპირი ავიამომისვლის სიხშირის გაზრდასა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მნიშვნელობას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის შესახებ ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ძლიერი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ტურისტული ნაკადების შემდგომ გაზრდას.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, 26 – 27 ოქტომბერს საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი მეოთხედ ჩატარდება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით იმართება - მასშტაბურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 2000-მდე დელეგატი მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან, მათ შორის არიან როგორც მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები. ლევან დავითაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ჩინეთის მხარე მონაწილეობას მაღალ დონეზე მიიღებს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა