ზურაბ აზარაშვილი - ერთი თვის წინ, რუხის კლინიკა მრავალპროფილური გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს სრული, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ

ერთი თვის წინ რუხის კლინიკა, მრავალპროფილური გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს სრული,მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და კვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებული კლინიკა ადგილობრივებსა და ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

„პანდემიიდან გამომდინარე, ბოლო რამდენიმე წელი, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დიალიზისა და კოვიდ განყოფილების გარდა, არც ერთი სხვა მიმართულება არ არსებობდა. რამდენიმე თვის წინ, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში, ყველა ის საჭირო მიმართულება დაგვემატებინა, რაც მრავალპროფილურ კლინიკას უნდა გააჩნდეს.

15 სექტემბერს, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო სრულყოფილად გავხსენით. ერთი თვის შემდეგ რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მომსახურებით 1 000-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა. სამედიცინო დაწესებულება, ჩვენს მოქალაქეებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფო 140 საწოლზეა გათვლილი.

სამედიცინო დაწესებულებაში ფუნქციონირებს ამბულატორიული დეპარტამენტი. ადგილზე, პაციენტებს საშუალება აქვთ, მიიღონ ზოგადი ქირურგის, თერაპევტის, კარდიოლოგის, ყბა-სახის ქირურგის,ჰემატოლოგის, გინეკოლოგის, ნეფროლოგის, პულმონოლოგის, ტრავმატოლოგის, რევმატოლოგის,თორაკალური ქირურგიის,გასტროენტეროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ონკოქირურგიის და სხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების სამედიცინო მომსახურეობა. ასევე -პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაიტარონ დიაგნოსტიკურ და ინსტრუმენტული კვლევები. სამედიცინო დაწესებულებაში ფუნქციონირებს 24 - საათიანი გადაუდებელი მედიცინის განყოფილება.

რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო, ამ დროისთვის, რეგიონში, ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ენდოპროთეზირების ოპერაციები კეთდება და რომელსაც ფილტვის დაზიანების ინდექსის გამომთვლელი პროგრამა აქვს. გარდა ამისა, კლინიკას გააჩნია რენტგენისა და პლეტიზმოგრაფის აპარატი, რომელიც ფილტვის ფუნქციის მაქსიმალური გამოკვლევის შესაძლებლობას იძლევა.

სამედიცინო დაწესებულებაში არის უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი დიალიზისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტი, რომელიც ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებას აწვდის.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის