ანონსი  17 ოქტომბერი

17 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „არასათანადო მოპყრობის ზოგადი და სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის პრაქტიკული ანალიზის“ შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის, გენერალური პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის: შოთა რუსთაველის გამზირი N13

17 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL) პრეზენტაცია გაიმართება.

მის: შოთა რუსთაველის გამზირი 13

საკონტაქტო: 571 71 17 12

17 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: მაჩაბლის ქ. 11

საკონტაქტო: თეონა ომანაძე - 599 58 00 01

17 ოქტომბერს, 10:00 საათზე, კომპანია „თბილისი ენერჯის“ ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართება.

მის: უიარაღოს ქუჩა #74 („თბილისი ენერჯის" სწრაფი რეაგირბის სამსახურის - 114 – ოფისი).

საკონტაქტო: მარიამ მურადაშვილი - 595 71 88 77

17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ელენე ხოშტარიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ბრიფინგზე წარადგენენ პირველ სიას, რომელიც mona.ge-ზე განთავსდება.

მის: გოგოთურ აგლაძის N6 („გირჩი-მეტი თავისუფლების“ ოფისი ).

17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულ გიგა გიგაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსის, ვახტანგ მაისაიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ომი ახლო აღმოსავლეთში“.

მის: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 ოქტომბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოფენასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს გახსნიდან 5 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მუზეუმი პირველად მასპინძლობს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას - „ბენქსი: ლეგენდის დაბადება,“ კურატორი - სტივ ლაზარიდისი.

მის: რუსთაველის გამზ.#7.

17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ოფისში, საჯარო სკოლების დირექტორების საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: თაბუკაშვილის 5

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია - 595 519451

17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, უკრაინის სახლში, ქეა კავკასია, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მეწარმეებისთვის გახსნით ღონისძიებას უმასპინძლებს და 21 საგრანტო პროექტს დააჯილდოებს.

ღონისძიებას დაესწრებიან და მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოში ანნა ჩერნიშოვა და ქეა კავკასიის პროგრამის დირექტორი სოფია ქამუშაძე.

მის: მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა N8

საკონტაქტო: 598 51 00 55

17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის (გრანტი) ფარგლებში, საქართველოში განხორციელებული პროექტების შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციას დაესწრებიან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, აშშ-ს საელჩოს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, პროგრამაში ჩართული უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და ათასწლეულის ფონდის თანამშრომლები.

მის: კოსტავას 14

საკონტაქტო: 577 51 63 63

17 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების ოფისში, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე განცხადებას გააკეთებს.

მის: სააკაძის დაღმართი, მე-2 გასასვლელი N4 , მე - 6 სართული.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა