გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა

გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ვაჟთა შორის ფრენბურთში შეჯიბრებით გაიხსნა.

გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტიდან 50-მდე სკოლის 1000-მდე მოსწავლეა ჩართული.

შეჯიბრებები გარდა სპორტის 7 სახეობისა (ფრენბურთი, მინი-ფეხბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, 3X3 კალათბურთი, ბადმინტონი), გაიმართება მხიარულ სტარტებშიც.

„მუნიციპალური ეტაპის შემდეგ, რომელიც დეკემბერში სრულდება, გაიმართება ზონალური შეჯიბრებები.

ფინალურ ეტაპზე ყველა სახეობასა და დისციპლინაში გამოვლინდებიან ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული გუნდები.

ოლიმპიადა მომავალი წლის ზაფხულამდე გრძელდება.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება