თურქეთმა შესაძლოა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება გადადოს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთი მზადაა, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება გადადოს, თუ იგი აშშ-ისგან, F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შესყიდვის შესახებ, დადებით პასუხს არ მიიღებს.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიმდინარე წლის ივლისში განაცხადა, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს თურქეთი ოქტომბერში, პარლამენტის საშემოდგომო სესიის დაწყების შემდეგ განიხილავდა.