მაია კოპალეიშვილი - ირაკლი კობახიძეს ვურჩევდი კონსტიტუციის 48-ე მუხლის გადახედვას

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია სრულფასოვნად განახორციელოს თავისი უფლებამოსილება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა პარლამენტში კენჭისყრაზე არ დადასტურდება.

მისივე თქმით, პრეზიდენტისთვის ყოველგვარი მოწოდება, გადადგომასთან დაკავშირებით, მიანიშნებს კონსტიტუციური დათქმების არასწორ აღქმაზე.

შესაბამისი განცხადებით მაია კოპალეიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი დღეიდან მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად.

კოპალეიშვილის თქმით, ყოველგვარი მოწოდება გადადგომასთან დაკავშირებით ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციის 48-ე მუხლი არასწორად აქვთ აღქმული შესაბამის დაინტერესებულ პირებს.

„ბატონ ირაკლის ვურჩევდი კონსტიტუციის 48-ე მუხლის გადახედვას. საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლი დასაშვებად მიიჩნევს, იმ შემთხვევაში თუ თავად პარლამენტი არ უყრის კენჭს პრეზიდენტის გადადგომას და გადაყენებას დაკავებული თანამდებობიდან, ის ჩვეულებრივად აგრძელებს თავისი სტატუსის ფარგლებში საქმიანობას, როგორც სახელმწიფოს მეთაური და როგორც მთავარსარდალი.

აქედან გამომდინარე, ყოველგვარი მოწოდება გადადგომასთან დაკავშირებით ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციის 48-ე მუხლი არასწორად აქვთ აღქმული შესაბამის დაინტერესებულ პირებს.

მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ამას უშვებს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა“, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ისტორიულ მოვლენას თავი ვერ გაართვა,

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ისტორიულ მოვლენას თავი ვერ გაართვა, ამ პროცესიდან ღირსეულად ვერ გამოვიდა და მთლიანად მოექცა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება