მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებთ, რადიკალურ ოპოზიციას, მიიღოს მონაწილეობა იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მაინც, ნუ მიიღებენ კენჭისყრაში, რადგან ერთმანეთს არ ენდობიან - ასევე, ველოდებით პრეზიდენტისგან პოზიციას, ცნობს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

მოვუწოდებთ, რადიკალურ ოპოზიციას, მიიღონ მონაწილეობა იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მაინც, კი ბატონო, ნუ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში, რადგან ერთმანეთს არ ენდობიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მდინარაძემ, ასევე, პრეზიდენტის მისამართითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ამ წუთამდე უცნობი რჩება პრეზიდენტის პოზიცია და მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, აღიარებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამასთან დაკავშირებით, გვინდა მოვუწოდოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა, ისინი აცხადებენ, რომ არ შემოვლენ სხდომაზე, სადაც იქნება კენჭისყრა საკითხის, კი ბატონო, ნუ შემოვლენ, მაგრამ მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში მაინც, იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას, ქართულ საზოგადოებას წარუდგინონ თავისი არგუმენტები, თუ რა არგუმენტები აქვთ იმ ვერსიის და რეალური, რელევანტური, სწორი პოზიციის გასაბათილებლად, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი, უკვე დადასტურებული დარღვევის შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა. აქ ძალიან საინტერესო იქნება მათი საპირისპირო არგუმენტები. სავარაუდოდ, ისინი გაექცევიან ამ განხილვას, თუმცა ჩვენ მაინც მოვუწოდებთ, რომ მიიღონ მონაწილეობა განხილვაში, კი ბატონო, არ შემოვიდნენ, რადგან ერთმანეთს არ ენდობიან და ელემენტარული ნდობა არ აქვთ ერთმანეთის, ნუ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში. მონაწილეობა მიიღონ საკითხის განხილვაში.

ასევე, ამ წუთამდე, უცნობი რჩება პრეზიდენტის პოზიცია, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, აღიარებს თუ არა პრეზიდენტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისმა წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებულ კითხვას, თქვენი კოლეგის მიერ დასმულს, თავი აარიდეს, ჩვენ ველოდებით პრეზიდენტისგან პოზიციას, ის აღიარებს, ცნობს თუ არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება