აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ჰერცოგს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ისრაელში ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მეორედ ჩავიდა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს შეხვდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნეთანიაჰუსთან საუბრისას ბლინკენმა „ხაზი გაუსვა იმას, რომ იგი მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას თავი „ჰამასის“ ტერორიზმისგან და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, რომ ისრაელს „მისი მოქალაქეების დაცვაში დაეხმარება“.
ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრაზე „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა.