მამუკა ხაზარაძე - საკონსტიტუციო სასამართლომ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო - ეს არის რუსეთის დავალების პირნათლად შესრულება

„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დადგინდა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს არის რუსეთის "დავალების შესრულება".

„დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო, პრეზიდენტი დაადანაშაულა იმაში, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში გაცხადებული მისწრაფების აღსრულებას ემსახურებოდა, გავხდეთ ევროპის ნაწილი და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

ეს არის რუსეთის დავალების პირნათლად შესრულება, ამჟამად, უკვე ივანიშვილის მიერ დაქვემდებარებული საკონტიტუციო სასამართლოს მიერ.

მადლობა სამ მოსამართლეს პრინციპულობისთვის, ბრძოლა გრძელდება რუსული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის”,-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება