ევროკავშირი ღაზას მიმართულებით ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს გახსნის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტირანაში, ბალკანეთის სამიტზე ისაუბრა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადების მიხედვით, ევროკავშირი ეგვიპტის გავლით ღაზას მიმართულებით ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს გახსნის. პირველი რეისები მიმდინარე კვირიდან არის მოსალოდნელი.
„პალესტინელებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ. სწორედ ამიტომ… ჩვენ ვხსნით ევროკავშირის ჰუმანიტარულ საჰაერო ხიდს ღაზას მიმართულებით ეგვიპტის გავლით. პირველი ორი რეისი მიმდინარე კვირაში შედგება“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.