The Washington Post - თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების სანაცვლოდ აშშ ვენესუელას ნავთობზე სანქციებს შეუმსუბუქებს

თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების სანაცვლოდ აშშ ვენესუელას ნავთობზე სანქციებს შეუმსუბუქებს, -ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენისა და ვენესულას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ადმინისტრაციები შეთანხმდნენ, რომ აშშ ვენესეულას ნავთობზე სანქციებს შეამსუბუქებს და ვენესუელა მომავალ წელს არჩევნებს საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ჩაატარებს.

მედიის ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში აშშ ვენესუელას დროით ლიმიტს დაუწესებს. ასევე, შეთანხმება არ მოიცავს ვენესუელას გაყინული აქტივების გათავისუფლების საკითხს. შეთანხმების პირობების გათვალისწინებით, მადურო ვალდებული გახდება, რომ მომავალ წელს არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები დაუშვას და მედიის ხელმისაწვდომობა არ შეზღუდოს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის