ჯო ბაიდენი ისრაელს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა.

ინფორმაცია თეთრმა სახლმაც დაადასტურა. პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის კრიტიკულ მომენტში თელ-ავივში ჩაფრინდება.

ჯონ კირბის განცხადებით, ვიზიტი მოკლევადიანი იქნება და მისი მთავარი მიზანია ისრაელის მიმართ აშშ-ის სოლიდარობა დაადასტუროს და ხელი შეუწყოს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარებას.

ჯონ კირბის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი განიხილავს ჰუმანიტარული დახმარების საკითხს და ასევე იმუშავებს უსაფრთხო გადასასვლელის შექმნაზე, რათა მშვიდობიან მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, ღაზას ტერიტორიის დატოვების საშუალება ჰქონდეთ.

ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენლის განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტის ისრაელში გამგზავრების გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღიათ.

”ცხადია, ვიზიტი არ შედგებოდა, თუ დარწმუნებული არ ვიქნებოდით, რომ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები დაცულია”, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

ისრაელში ვიზიტის შემდეგ ჯო ბაიდენი იორდანიის დედაქალაქ ამანში გაემგზავრება, სადაც იორდანიის მეფე აბდულას, ეგვიპტის პრეზიდენტ ალ-სისის და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის