ჯო ბაიდენის ვიზიტის წინ ისრაელში აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ჩავიდა

ჯო ბაიდენის ვიზიტის წინ ისრაელში აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ჩავიდა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, მაიკლ კურილა ისრაელში ჩავიდა, -ინფორმაციას CNN-ი ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ისრაელის თავდაცვის მოთხოვნებში უკეთ გარკვევა და აშშ-ის მხარდაჭერის დაფიქსირებაა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა არ აკონკრეტებს, რამდენ ხანს დარჩება მაიკლ კურილა ისრაელში.

შეგახსენებთ, ისრაელში ხვალ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი იგეგმება.