ჯასტინ ტრუდო - კანადა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ ომებსაც კი წესები აქვს

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო ღაზაში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის მოწოდებით გამოდის.

მისი თქმით, ბლოკადაში მოქცეულ ანკლავს, სადაც 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მძიმე მდგომარეობის მოსაგვარებლად დახმარების სასწრაფოდ მიწოდება სჭირდება.

ტრუდო ხაზს უსვამს, რომ კანადა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ აცხადებს, რომ „ომებსაც კი წესები აქვს“.

„ტერორიზმის გამართლება არ შეიძლება და ვერაფერი გაამართლებს „ჰამასის“ ტერორისტულ აქტებს. „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს და არც მათ ლეგიტიმურ მისწრაფებებს“, - განაცხადა ტრუდომ კანადის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისათვის, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად კანადის ხუთი მოქალაქე დაიღუპა, სამი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „კრედო ბანკის“ მწვანე პროექტის პარტნიორი გახდა
რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად