სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ბოლო 2 წელში 3156 საბავშვო ბაგა-ბაღი შეამოწმა, სამართალდარღვევების გამო გამოწერილმა ჯარიმამ 47 710 ლარი შეადგინა - შემოწმებული 389 სკოლიდან კი, 74 დაჯარიმდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ბოლო 2 წელში 3156 საბავშვო ბაგა-ბაღი შეამოწმა, სამართალდარღვევების გამო გამოწერილმა ჯარიმამ 47 710 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სამართალდარღვევების სახეებს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსების გამო 9 დაწესებულება დაჯარიმდა, რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის 22 სუბიექტი, ხოლო კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის გამო 6 დაწესებულება.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2022-2023 წლებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელა 3156 საბავშვო ბაგა-ბაღში; გამოვლინდა 97 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, კერძოდ: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირის საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე) დაჯარიმდა 22 სუბიექტი; სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო - 2 ბიზნესოპერატორი (მუხლი 73); არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობის გამო - 48 (მუხლი 66-ის პირველი ნაწილი); ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსების გამო - 9 (მუხლი 67-ის პირველი ნაწილი); მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევისათვის - 8 (მუხლი 66 -ის მეექვსე ნაწილი); არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების ახალ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო - 2 (მუხლი 66-ის მეორე ნაწილი); კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის გამო - 6 (მუხლი 66-ის მესამე ნაწილი). ჯარიმის თანხამ შეადგინა 47 710 ლარი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება სკოლებს, ბოლო 2 წელში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 389 სკოლა სკოლა შეამოწმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 74 სკოლის ბუფეტი დაჯარიმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, ჯარიმის თანხამ 36 600 ლარი შეადგინა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში