მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტზე - ახლა მუქარას ჯობდა, ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა, როცა „გაბედულ გადაწყვეტილებას" იღებდა, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში დამდგარიყო

ახლა მუქარებს ჯობდა, [სალომე ზურაბიშვილს] ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა, როდესაც „გაბედულ გადაწყვეტილებას" იღებდა, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში დამდგარიყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართვის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი განცხადება და საკონსტიტუციო სასამართლოზე და მის მოსამართლეებზე უსაფუძვლო თავდასხმა, პრეზიდენტს არ შეშვენის და ზურაბიშვილს "მცირედი პატივისცემა მაინც უნდა ჰქონდეს, საკუთარი თავისადმი, საკუთარი ინსტიტუტისადმი და ქვეყნისადმი, რომელსაც ის წარმოადგენს".

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგად ესმის, რომ ის მართალი არ იყო და აბსოლუტურად მართებულია ის გადაწყვეტილება, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.

"რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისაღები იყოს ასეთი ტიპის რიტორიკა. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ თვითონ პრეზიდენტმა გადასარევად იცის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის მართალი ნამდვილად არ ყოფილა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღო. ამიტომ, რა თქმა უნდა, მეტად თავშეკავებული უნდა იყოს იმ ფონზე, როდესაც ცოტა მეტი წინდახედულობაც მართებდა, როდესაც იმ გადაწყვეტილებას იღებდა, რამაც საბოლოო ჯამში იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება გვაიძულა. არაფერი მოულოდნელო ასეთ თავდასხმაში არ ყოფილა, იმიტომ, რომ სხვა აღარაფერი დარჩენია თუ არა ასეთი განცხადებების კეთება, რომელიც ზედმიწევნით პოლიტიკურია," - განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილს, რომ პარლამენტშიც მივა, "იმ პატარა კაცებთან" რომ დადგეს, სარჯველაძის შეფასებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო განცხადება იყო, რაც პრეზიდენტმა გააკეთა.

"ეს განცხადება არის ყველაზე მდაბიო და პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუფერებელი. ახლა მუქარებს ჯობდა ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა, როდესაც "გაბედულ გადაწყვეტილებას" იღებდა, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში დამდგარიყო," - განაცხადა სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება