იტალიის პოლიციამ ანტი-ტერორისტული ოპერაცია ჩაატარა. ოპერაციის ფარგლებში, რომელიც იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელდა, ეგვიპტის მოქალაქე და ეგვიპტური წარმოშობის იტალიის მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და თავდასხმის ორგანიზება ედებათ ბრალად.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო ტაიანის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ტერორისტული აქტის მოწყობის საფრთხე არ არსებობს, თუმცა იტალიის პოლიცია და თავდაცვის ძალები მუდმივ მზადყოფნაში არიან.